ნუცუბიძე  მაია  ონისიმეს ასული
ნუცუბიძე  მაია  ონისიმეს ასული

ნუცუბიძე  მაია  ონისიმეს ასული (15.V.1968, თბილისი).  ქიმიკოსი.  ქიმიის მეცნ. კანდ. (2006). ჩაირიცხა თსუ-ის  ქიმიის ფაკ-ტზე,  ორგ. ქიმიის სპეციალობით (1993). თსუ-ში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (2006),  სპეციალობით-ბიოორგანული ქიმია,  თემაზე: „სილიციუმის და გოგირდის შემცველი ზოგიერთი O-გლიკოზიდის სინთეზი“. მუშაობდა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტზე ბიოორგანული ქიმიის კათედრაზე სამეცნ. ლაბორანტად (1994-2006); იყო თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმატყველო მეცნ. ფაკ-ტის ბიოორგანული ქიმიის კათედრის სასწ. ლაბორანტი (2007 -2017);  ბიოორგანული ქიმიის კათედრის უფ. ლაბორანტი  და  მოწვეული პედაგოგი ბაკალავრიატის  და მაგისტრატურის პროგრამებზე  (2018-დან). ნ. მ.-ს  ხელმძღვა­ნელობით დაცულია  საბაკალავრო  და სამაგისტრო   ნაშრომები. სხვა-დასხვა წლებში წაკითხული აქვს ლექციები, ატარებდა სემინარულ  და ლაბორ. მეცადინეობებს:  საბაკალავრო პროგრამა „ქიმია“ :  ფარმაცევტული ქიმია  1 (ლექცია, სემინარი, ლაბ-ია), ფარმაცევტული ქიმია  2 (ლაბ-ია),  ბიოლ. ქიმია (ლაბ-ია), ქიმია და ცივილიზაცია  (სემინარი), სამედ. ქიმია (სემინარი, თსუ-ის მედიცინის ფაკ.); სამაგისტრო პროგრამა „ქიმია“, მოდული - „ბიოორგანული და ფარმაცევტული ქიმია“ : სამედ. და ფარმაცევტული ქიმიის რჩეული თავები  (ლექცია, სემინარი, ლაბ-ია), ქიმ. ბიოტექნოლოგია  (ლექცია, ლაბ-ია), ლიპიდების ქიმია (ლაბ-ია). ნ. მ. 40-ზე მეტი სამეცნ. სტატიის ავტორია. იმპაქტ ფაქტორიან ჟურნალებში და სხვა უცხოურ გამოცემებში გამოქვეყნებული აქვს 15-მდე  სამეცნ. სტატია,  მონაწილეობდა  საერთაშ. და რესპუბ. კონფერენციებში წაკითხული აქვს სექციური და პლენარული მოხსენებები. მის სამეცნ. ინტერესს წარმოადგენდა: ნიტროზო (N=O) ჯგუფის შემცველი ახალი ტიპის გლიკოზილამინების სინთეზი; ალილ გლიკოზიდების წარმოებულების სინთეზი და მათი სავარაუდო ბიოლ. აქტიურობების შესწავლა; შაქრების წარმოებულების სინთეზი და მიღებული ნაერთების ფიზ.-ქიმ. მახასიათებლების დადგენა. სინთეზირებული ახალი  ნაერთების სავარაუდო ბიოლ. აქტიუ­რობის სპექტრის შესწავლას აწარმოებდა კომპიუტერული პროგრამის PASS Onlainis დახმარებით PASS (Prediction of Activity Spectra for Substances) Online საშუალებით.

თხზ.:  Nutsubidze, M.  (თანაავტორი). (2007). Boilogical Activity of  some  Aldose-containing  compounds. Pharmaceutical  Chemistry Journal.  41(3), pp. 131-132; Nutsubidze, M. (თანაავტორი).  (2010).  Mercaptan Addition to  Allylglucosides.  Chemistry of Natural Compounds.  46(4), pp. 514-517; Nutsubidze,  M. (თანაავტორი).  (2016). Reaction Mechanism and Quantum-Chemical Computation of Hydrosilylation Reaction of Allyl Glycosides.  Journal of Natural Science and Sustainable Technology.  NEW YORK. 9(3), pp. 679-684;  Nutsubidze, M. (თანაავტორი). (2023). Hydrosulphurisation Reactions of Allyl Derivatives Altro-pyranose with Mercaptans.  J. Oxidation Communications, 46(2), pp.337-345. IF 0,489.